ჟურნალისტი აპირებს, უჩივლოს პრეზიდენტის დაცვასა და გამგებელს

Posted 2:37 PM by Nina in თემები , , ,

DB880866-6A57-47E4-AAD3-58F871F2F542_mw270_s

ავტორი კობა ლიკლიკაძე

ინტერნეტგამოცემა “პრესა.გე”-ს ზუგდიდელი კორესპონდენტი ნანა ფაჟავა, რომელსაც ახალი წლის შეხვედრა სასამართლოს დარბაზში მოუხდა - აპირებს, უჩივლოს ზუგდიდის გამგებელსა და პრეზიდენტის დაცვას მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისათვის.

ნანა ფაჟავა და მისი კოლეგა, გაზეთ “ასავალ-დასავლის” კორესპონდენტი ილია ჩაჩიბაია, რომლებიც ზუგდიდში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინასაახალწლო ვიზიტის გაშუქებას აპირებდნენ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგებელ ალექსანდრე ქობალაის შეურაცხყოფისათვის 100-100 ლარით დააჯარიმა და სასამართლოს დარბაზიდან ახალი წლის დადგომის შემდეგ გაუშვა. როგორც ნანა ფაჟავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ორშაბათს იგი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს თბილისში და ადვოკატთან ერთად რამდენიმე სარჩელსაც ამზადებს.

“მე სარჩელს შევიტან სამთავრობო დაცვის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შემიშალა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, ფიზიკური ძალადობა გამოიყენა ჩემს მიმართ, დამიმტვრია ვიდეოაპარატურა და შეურაცხყოფა მომაყენა” - ამბობს ფაჟავა და დასძენს, რომ აპირებს, უჩივლოს ქალაქ ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიასაც. ფაჟავას მტკიცებით, ქობალიამ თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, „უკანონო ბრძანება მისცა პოლიციას და უკანონოდ დააჭერინა ექვსი ადამიანი.“

ჟურნალისტი ამბობს, რომ უჩივლებს პოლიციის პატრულსაც, რომელმაც ყური არ ათხოვა მის თხოვნას და არ მივიდა მანქანის შესამოწმებლად, რომლის ავზშიც, ფაჟავას თქმით, დაუდგენელმა პირებმა შაქარი ჩაყარეს.

განსხვავებულად აღწერს სურათს საქართველოს ხელისუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებმა "სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა" მიაყენეს ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და დააზიანეს მისი ავტომანქანა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს…

იხილეთ ვრცლად>>>

http://www.tavisupleba.org/



0 comment(s) to... “ჟურნალისტი აპირებს, უჩივლოს პრეზიდენტის დაცვასა და გამგებელს”