“ვაჟამანია”, ანუ, სოფო, ბედია მთავარი!

Posted 3:09 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი – Mchxapneli

პატივცემული ჟიური

     “ისტორია იწყება შუმერებისგან” – ნოა კრამერი
     “ჯეოსტარი იწყება მარინა ბერიძისგან” – მე

      მაშინაც კი, თუ ოდესმე არქეოლოგია “კრამერისეული ისტორიის” დასაწისს ეჭვქვეშ დააყენებს, თავად ისტორია ვერასოდეს შეძლებს ჩემს ნათქვამს ქირურგიულად შეეხოს (მომიტევეთ მცირეოდენი ჩახლართვა). მარინა ბერიძე ჟიურის კრიტიკული იდეოლოგი, მარადიული წევრი და შესაბამისად იმ ანდაზის “ქვიშანია”, რომლის წყლებიც უგზოუკვლოდ დაბოდიალობენ.
    თუმცა, ბოლო “ჯეოსტარში” ეს “ვერბალური კანიბალიც” “გაადამიანურდა”. ამგვარმა მეტამორფოზამ კი, ჟიური იმ სტუდენტს დაამსგავსა,  რომელსაც სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარების მიზეზს ყველა ლექტორი სათითაოდ ეკითხება და ისიც იძულებულია მრავალფეროვნებისთვის, ერთი და იგივე პასუხის რამდენიმე ვარიანტი მოიფიქროს. 
     თავის მხრივ, ქართული ენა, ლექსიკის უკანასკნელ სინონიმამდე ცდილობდა ჟიურის წევრებს (განსაკუთრებით, ბუბა კიკაბიძეს) მხარში ამოსდგომოდა. ამის დასტურად – “ბრწყინვალე”, “შეუდარებელი”, “საოცარი”, “ჟრუანტელისმომგვრელი”, “ფანტასმაგორიული”, “დიდებული”, “შესანიშნავი”, “აღმაფრთოვანებელი” –  საქებარი სიტყვების ჩამოთვლა ერთი აბზაცით შორს წაგვიყვანს და არ გვინდა.

მართალია, დროდადრო იყო კრიტიკული “გამონათებები” (ანუ, ძველი მარინა ბერიძის აგონიური წამოძახილები), მაგრამ ამ ”დროდადროსაც” დრო გაუვიდა და “და”–ღა დარჩა: ლამაზი და ნიჭიერი, სცენიური და ბრწყინვალე, მშვენიერი და საყვარელი, სუხიტაშვილის და და ა.შ
        ბუბა კიკაბიძეს რაც შეეხება.  ნოდარ დუმბაძეს ერთი ფერადკანიანი სტუდენტის “საყვედურზე”, ამერიკელი მწერლების არცოდნას რომ ეხებოდა, თავი ასე გაუმართლებია: მე მწერალი ვარ და არა მკითხველიო. “ჯეოსტარმაც” გვაჩვენა, რომ ბუბა კიკაბიძის საქმე სიმღერაა და არა მათი შეფასება.
      კარგი შემფასებელი იყო, მაგალითად, ნიკა მემანიშვილი, მაგრამ “მოსიყვარულე”, “თბილმა”, “ჩვენმა” ქსელმა “ბალის” რეკლამაში “მოცარტობა” არ აპატია.

მონაწილეები

     “ჯეო–სტარი” ქმნის ვარსკვლავებს!  თუმცა, თუ დაფიქრდეთ, შეიძლება, წინა შოუების მონაწილეები კი არა, გამარჯვებულებიც ვეღარ გაიხსენოთ.
        სად არის აჩიკო ნიჟარაძე? “პატრინოტზე” იმღერა და ჩაქრა…
        სად არის გიორგი შარაბიძე? “ჯეოსტარის” ფინალზე იმღერა და იქვე ჩაქრა…
        სად არის თინათინ ჭულუხაძე? “გამარჯობა აფხაზეთო შენი”–ში წაიმღერა და ჩაქრა…
        სად არის ანი კეკუა? ჩა–აბარა და… ჩა–ქრა!  
        სად არის გიორგი სუხიტაშვ… არა, “პროფილში” მღერის და საახალწლო კონცერტზე კიდევ. თუმცა, გავა რამდენიმე თვე და… ესეც ჩაქრება!

იხილეთ ვრცლად...

http://doin.ge/



1 comment(s) to... ““ვაჟამანია”, ანუ, სოფო, ბედია მთავარი!”