ომი Apple-სა და Google-ს შორის დაიწყო
Posted 6:00 PM by Nina in თემები ბიზნესი, დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია, ტექნოლოგიაავტორი: დელფი
სტატია, რომელიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ, გამოხმაურებაა იმ სიახლისა, უფრო სწორედ ჭორისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კერძოდ, გავრცელდა ჭორი, რომ შესაძლოა Apple-მა თავის პროდუქტებში ნაგულისხმევი საძიებო სისტემა შეცვალოს და Google-ს მაგივრად Microsoft Bing-ი შემოგვთავაზოს.
ანუ, თუკი ამ დრომდე Apple-ი და Google-ი პრინციპში თავისუფლად ეტეოდნენ ერთ “ქვიშის ორმოში” – ყველას თავისი პროდუქტი ჰქონდა, ახლა Apple-ის კოოპერაციია Google-ის ყველაზე დიდ და აგრესიულ კონკურენტთან შეიძლება ნიშნავდეს აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებას კომპანიებს შორის. Microsoft-ი ამით ნამდვილად მოიგებს, მაგრამ Apple-ი?
მომხმარებლები ხედავენ ახალი ომის დასაწყისს კოპიუტერულ კომპანიებს შორის. ოთხმოციანი წლების Apple-ის და Microsoft-ის ომის მაგივრად ახლა ბრძოლა Google-თან იქნება.
ცხელ-ცხელი ამბები: BusinessWeek-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა, რომ Apple-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს Microsoft-თან Bing-ის ნაგულისხმევ საძიებო სისტემად აღების შესახებ თავისი ბრაუზერისათვის iPhone-ში.
Apple-ი და Google-ი ყოველთვის ძალიან კარგი მეგობრები იყვენენ. კომპანიები არაერთხელ ერთიანდებოდნენ სხვადასხვა კონკურენტებთან საბრძოლველად, Microsoft-ის Windows Mobile-ის ჩათვლით, 2007 წელს.
მაგრამ მეგობრობა მინელდა გასულ წელს იმ კონფლიქტის გამო, რომელიც წარმოიშვა Google Voice-ის გარშემო და Apple-მა უარი უთხრა Google-ს ამ პროგრამის დაშვებაზე App Store-ში.
კონფლიქტი Google Voice-ის გამო ფრიად ჩახლართული აღმოჩნდა: Google-მა განაცხადა, რომ დანმაშავეა Apple-ი, ხოლო ამ უკანასკნელმა იგივე განაცხადა Google-ზე. შედეგად საქმეში ჩაერია აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისია და დაიწყო საქმის მოკვლევა. ბოლო წვეთი ურთიერთობების დაძაბვაში იყო Google-ის გენ. დირექოტორის, ერიკ შმიტის წასვლა Apple-ის დირექტორტა საბჭოდან.…