Real Estate - Real Estate 2009
Posted 6:00 PM by Nina in თემები 1234, Album Review, info, Music, მუსიკაby 1234
Artist: Real Estate
Album: Real Estate
Release Date: 17 November, 2009
Label: Woodsist
ეს ბენდი წარმოშობით ნიუ-ჯერსიდან არის, ამჟამად მათი საცხოვრებელი ადგილი ნიუ-ორკია. ვერ გეტყვით, ზუსტად როდიდან უკრავენ ერთად, მაგრამ მუსიკალურ ასპარეზზე 2009 წელს გამოჩნდნენ. ჯგუფის ვოკალისტი Martin Courtney ადრე "Titus Andronicus"-ში უკრავდა. ბენდის კიდევ ერთ წევრს, Matt Mondanile-ს, კი ამჟამად საკუთარი პროექტიც აქვს და მოღვაწეობს Ducktails-ის სახელით. არის კიდევ ორი ნაკლებად ცნობილი პროექტი, რომელიც ამ უკანასკნელს უკავშირდება: "Predator Vision" და "The Parasails". "Predator Vision"-ში ასევე ჯგუფის დრამერი Etienne Duguay-ც უკრავს (თუ უკრავდა).
რაც შეეხება Real Estate-ს. ეს ბენდი როგორც მოგახსენეთ 2009 წლის პირმშოა. "Pitchfork"-ზე best new music-ის კატეგორიაშიც კი მოხვდნენ და ალბომმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. საერთოდ ძალიან დადებითად შეხვდნენ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები ჯგუფსაც და ალბომსაც. ბუნებრივია, ისინი ხომ პოპულარულ lo-fi ტალღას გამოჰყვნენ და Surf Pop-ის ჭრილშიც ადვილად მოხვდნენ. ერთი რამე რაც ნადმვილად უნდა აღინიშნოს, ალბომს მართლაც აქვს თავისებური საუნდი და განწყობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედაპირულია. აი, მაგალითად "Suburban Dogs"-ის, ალბომის მესამე ტრეკის, სტილს რომ მიჰყოლოდნენ, უფრო ღრმა ნამუშევარი გამოუვიდოდათ და ახლა მეტ დადებით სიტყვას დავწერდი, მაგრამ არ მოინდომეს და რას იზამ. საერთოდაც Matt Mondanile-ისთვის უფრო მეტი რომ დაეჯერებინათ ყველაზე კარგი ეგ იქნებოდა, ვინაიდან მისი Ducktails ძალიან კარგი პროექტია. ამ ბიჭმა წელს ორი ერთმანეთზე უკეთესი ალბომი გამოუშვა.
http://dance1234.blogspot.com/