Made in Georgia FILMS
Posted 6:00 PM by anano in თემები Taa, თბილისი, კინო, საქართველო, ფილმები, შოუ ბიზნესი
ავტორი – Taa
ყველა შეატყობდით როგორ გააქტიურდა ქართული კინემატოგრაფია.
იღებენ უამრავ ახალ ფილმს, შეაგდებენ მერე ამირანში, რუსთაველში და ასე შემდეგ კინოთეატრებში და უყურებს მთელი თბილისი. ნუ მეც მათ შორის, იმიტომ რომ მაინტერესებს.
ხოდა ავდექი და ამ ბოლო დროს გადაღებულ ქართულ ფილმებს, რომლებიც საოცრად გვანან იდეით ერთმანეთს – დავარქვი Made in Georgia FILMS.
გუშინ ვიყავი ფილმზე გოგონა სლაიდიდან, ისეთია – მსუბუქი გასართობი ფილმი, იხალისებ, ოღონდ დასასრულამდე წამოდით გირჩევთ, იმიტომ რომ ისე უაზროდ და სერიალივით მთავრდება, 2 წამშია მგონი მთელი ფინალი ჩატეული, რომ გაგიტყდებათ და საოცარი უკმაყოფილების გრძნობა დაგრჩებათ.
ხარისხი არის ისეთი ბანძი რომ მინუსებში დავუწერდი ქულებს, თან ამხელა ეკრანზე ძალიან მაგრად ჩანს ეს ხარვეზები. ხმა საერთოდ ცალკე საკითხია, ზოგან საერთოდ არ ისმის, ან თუ ისმის ორივე ყურის დაძაბვა გჭირდება.
მომეწონა – მთავარი როლის შემსრულებლები, ტიპაჟურად.
მომეწონა მანქანები
მაგრააააააააააააამ, ჰოი საოცრებავ
ინტერიერებია სახლების გადაღებული გული გამისკდა.
ფილმში სადაც თანამედროვე მოდაზე, გლამურზე, მოდელებზე და ასე შემდეგ ფრონცკობებზეა სიუჟეტი, ინტერიერები არის ძალიან ბანძურად შერჩეული. თბილისში ბევრად ბევრად უფრო დიდი რესურსი იყო, უბრალოდ ალბათ ნაცნობობა ვერ ეყოთ.
გარდა ამისა, ფილმი არის ფოლცვაგენის უდიდესი რეკლამა, ნაით ოფისის შედარებით მცირე, ავთანდილის და პრივეს რეკლამა, გუდვილის, რედისონის გაპიარება და სავარაუდოდ ყველა ამან იმდენი ფული დახარჯა ამ კინოში გარეკლამებისათვის რომ ფილმის ბიუჯეტი მეტი არც იქნებოდა.
ხოდა ამიტომაც დავარქვი Made in Georgia FILMS