ხვალ, 25 დეკემბერს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიისა და “მეიდან ივენტსის” ორგანიზებით, ბამბის რიგისა და რკინის რიგის კუთხეში მოეწყობა კინოჩვენება ღია ცის ქვეშ. ნაჩვენები იქნება კინოცენტრის მიერ აღდგენილი უხმო ფილმი _ მიხეილ კალატოზიშვილის “ლურსმანი ჩექმაში” (1931, 52 წთ). ფილმი წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკით თანხლებით, პიანისტი _ გოგა შავერზაშვილი. დასაწყისი 20:00 საათზე.
1 comment(s) to... ““ლურსმანი ჩექმაში””