უტრაკოთა ქვეყანა
Posted 3:14 PM by KOMUNA in თემები იუმორი, ლიტერატურული სამყარო, მამუკა ღლონტი, პოლიტიკა, საქართველოიყო და არა იყო რა, იყო ერთი სახელმწიფო, რომლის მეფეც ხშირად აფუჭებდა ჰაერს. ეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ მოსწონდათ, თუმცა იმასაც ვერ დავმალავთ, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც ჭკუას კარგავდა მეფის მიერ გამოშვებულ გაზებზე. ერთხელაც ამ ქვეყნის მოწინავე მოქალაქეები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს პროტესტის ნიშნად ტრაკები მოეჭრათ. ასეც მოიქცნენ, უტრაკოდ დარჩნენ და დაიწყეს ლოდინი, რა გამოხმაურებას პოვებდა მათი ეს პროტესტი საზღვრებს გარეთ, მაგრამ იქიდან მათ საქციელს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მაშინ უტრაკო ლიდერებმა შეკრიბეს ამ სახელმწიფოს მოსახლეობა და დაიწყეს საპროტესტო აქციები. მეფემ ეს რომ გაიგო, სიცილით მოკვდა, მოატანინა სასახლეში ხმის გამაძლიერებლები ვიდეოკამერები და გაზების გამოშვებას პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. ამის საპასუხოდ, უტრაკოებმა მოქალაქეებს შესთავაზეს, მათაც დაეჭრათ ტრაკები და არ შეემჩნიათ მეფის საქციელი, ამას კი იმით ამართლებდნენ, საზღვარგარეთ მოეწონებათ ჩვენი საქციელიო. მოქალაქეების ნაწილმაც დაიჯერა, მოიჭრა ტრაკი და ამ ქვეყანაში უტრაკოების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. საზღვარგარეთიდან კი კომისია ჩამოვიდა, რაო, რა ხდება ამ ქვეყანაშიო, რატომ დაიჭრეს ადანმიანებმა ტრაკებიო? ისინი შეხვდნენ უტრაკოთა ლიდერებს, შემდეგ მეფესაც შეხვდნენ, მეფემ სტუმრებს ლობიო აჭამა და მათაც დატოვეს ქვეყანა, თან გზა და გზა გაზებს უშვებდნენ. მერე მეფემ ბრძანა რახან თქვენსას არ იშლით, მოდით ხალხს ვკითხოთ, ვინ უნდათ, რომ ეს ქვეყანა მართოსო და დანიშნა ერთ–ერთი სოფლის მოურავის არჩევნები. ზეიმობდნენ უტრაკოები, მეფემ უკან დაიხიაო, მეფემ ჩვენთან ომი წააგოო. ის კი დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში ხმის მიცემა მოქალაქეებს მხოლოდ ტრაკის მეშვეობით შეეძლოთ და რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეების უმრავლესობა უკვე უტრაკო იყო.
მამუკა ღლონტი.
0 comment(s) to... “უტრაკოთა ქვეყანა”