ავტორი: Leonsio
არვიცი საიდან დავიწყო სულ თავიდან თუ მხოლოდ გამოფენის დღიდან, მემგონი აჯობებს სულ თავიდან მოვყვე და ცოტ-ცოტას ყველაფერს დავწერო. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ, ამ გენიალურ პიროვნებას ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით საქართველოში “პანდუსების” უქონლობის გამო პრობლემა შეექმნა და არა მარტო მას ყველა მათ ვინც ზის ეტლში და ხელით ატრიალებს ცხოვრების ბორბლებს. ეს პიროვნება გახლავთ ანა გოგუაძე ქალი მზე, ქალი სითბო, ქალი ელეგანტურობა და ნიჭიერება, დიახ ზუსტად ამ ადამიანის ინიციატივით დაიბადა ეს იდეა.
იდეა კი გახლავთ შემდეგნაირი, 20 ფოტოზე ასახული იქნება ცნობილი მოდელების გლამურული კადრები, ”სრულ იდილიას” კი ერთი დეტალი დაარღვევს - ყველა მოდელი ინვალიდის ეტლში იჯდება… ამ პროექტის განხორციელება ითავეს თავად ანია გოგუაძემ და ბექა კოკაიამ. ბექა გახლავთ ერთი ნიჭიერი, ჭკვიანი და შრომის მოყვარე პიროვენება რომელიც ანიას გვერდით დაუდგა და პირობა მიცა რომ პროექტს ბოლომდე მიიყვანდა! მოკლედ როგორც იტყვიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო… ზუსტად ასე მოხდა და ამ პრობლემის გადაჭრის ხერხიც გამოჩნდა. აი დაიწყო პირველი ეტაპი, გადასაღები ადგილების შერჩევა შემდეგ კი მოდელების არჩევა, პარალელურად ამისა ბექა აქტიურად ეძებდა სპონოსორებს. მოკლედ საჭირო იყო 20 ფოტო, ახლა არ დავიწყებ თითოეული გადაღების ამბის მოყოლას და ვიტყვი ზოგადად შემაჯამებელ სიტყვას…