„ქრონიკა“ ამტკიცებს, რომ პუტინის გადამჭკნარ სხეულს გეები აღმერთებენ
Posted 5:00 PM by Nina in თემები Alexander, Tbilisi Gay Life, მედია, რუსეთი, ტელევიზიაავტორი Alexander
ერთის მხრივ, თითქოს ნებისმიერი თემის საჯარო განხილვაში ცუდი არაფერია და როცა ტაბუდადებულ თემებზე ჟურნალისტები ლაპარაკობენ, ესე იგი საზოგადოებაში გარკვეული გახსნილობაა. მაგრამ ბოლო დროს იმდენად გახშირდა აბსოლუტურად მოუფიქრებელი განცხადები ჟურნალისტების მხრიდან სიუჟეტებში, რომ ლამის თავი ჩამოვიხრჩო. ბატონო ჟურნალისტებო, კოლეგებო, ვიდრე საკუთარ კომენტარს გააკეთებდეთ, იქნებ დაფიქრდეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს ნათქვამს.
ტელეკომპანია „იმედის“ საღამოს 8 საათიან „ქრონიკაში“ 17 დეკემბერს გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ტაბლოიდებზე, ანუ ყვითელ პრესაზე დაყრდნობით შეეცადა რუსეთის პრემიერ–მინისტრზე რაც შეიძლება მეტი ცუდი ეთქვა თავისი ჭკუით. ბატონო ჟურნალისტო, პუტინზე რაც გნებავთ ის ილაპარაკეთ, გარყვნილია, ცოლს გაშორდა თუ პორნო–ჟურნალებისთვის პოზირებს, ჩემი საქმე არ არის, და ეს პუტინი საერთოდაც აორთქლდებოდეს, ნახევარი დედამიწა დაისვენებდა, მაგრამ რა შუაშია აქ გეები? პუტინზე და ვისზეც გინდა პასკვილები გამოაცხე „ვედრო მანეთად“, მაგრამ თუ შეიძლება მიპასუხე, საიდან დაასკვენი, რომ პუტინის წელზემოთ შიშველმა სურათებმა, რომელზეც მისი საზიზღარი სხეულია გამოსახული, არატრადიციულიორიენტაციის ადამიანების გულები მოიგო? ამით რისი თქმა გინდათ?