სასიამოვნო საღამო

Posted 9:00 PM by anano in თემები ,


ავტორი – უბრალოდ
მოხვედრილხართ უცხო გარემოში? დაბადებისდღეზე ნათესავთან, მეგობართან ან სულაც დიდ წვეულებაზე - სადაც ადამიანების აბსოლიტურ უმრავლესობას არ იცნობთ? არ გიგრძვნიათ თავი უხერხულად?
მე ხშირად და სწორედ ამიტომ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ .
როგორ გავატაროთ სასიამოვნო საღამო სრულიად უცხო ადამიანების საზოგადოებაში?

პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ალკოჰოლის არსებობა - პრინციპში ყველანაერი ალკოჰოლური სასმელი მიდის , მაგრამ მაინც სასურველია ღვინო , ან ისეთი სასმელი , რომელიც სასიამოვნო დასალევია (ვისთვის როგორ). ალკოჰოლი გვათავისუფლებს დაძაბულობისგან, ზედმეტი კომპლექსებისგან და საუბრის მოტივაციას გვაძლევს.
მეორე - საინტერესო ადამიანების არჩევა და გამოსაუბრება. ცოტას რომ მოვშინაურდებით - და თვალს ირგვლივ მყოფებს გადავავლებთ - უთუოდ მივხვდებით ვინ შეიძლება იყოს მეტნაკლებად საინტერესო ადამიანი ჩვენთვის.
ცოტახანს დავაკვირდებით - ყურადღებით მოვუსმენთ ჩვენს მიერ არჩეული ობიექტის საუბარს . აუცილებელია დავიჭიროთ რაიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის ადამიანზე და საუბრის დაწყების საშუალებას მოგვცემს.
საუბრის დასაწყებად შესაძლოა სტანდარტული ფრაზების გამოყენება - გამოკითხვა წარმომავლობის, პროფესიის , გატაცებების- ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის ობიექტზე და მოგვცემს მიმართულებას საით უნდა წავიყვანოთ საუბარი.



0 comment(s) to... “სასიამოვნო საღამო”