ომბუდსმენის აპარატმა პაატა საბელაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

Posted 7:00 PM by anano in თემები , , , ,

   

 

ავტორი – Alexander

(წყარო – საინფორმაციო სააგენტო GeoTopNews) საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პაატა საბელაშვილის დაკავების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის ნორმათა დარღვევას. სახალხო დამცველი მის ხელთ არსებულ ახსნა-განმარტებებს შემდგომი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრს 28 დეკემბერს გაუგზავნის.
2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ფონდ ,,ინკლუზივის” დირექტორი პაატა საბელაშვილი. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2009 წლის 17 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულებმა ინახულეს პაატა საბელაშვილი შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 21 დეკემბერს იგი მოინახულა სახალხო დამცველმა, ხოლო 24 დეკემბერს პაატა საბელაშვილი კვლავ მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სადის #8 დაწესებულებაში. პაატა საბელაშვილმა სახალხო დამცელს მისცა ახსნა-განმარტება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ასევე ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ოფისში ჩატარებული ჩხრეკის ორ დამსწრეს.
სახალხო დამცველის აპარატი პაატა საბელაშვილის დაკავების მომენტიდან ჩაერთო საქმის შესწავლაში. მუდმივად ახორციელებდა მისი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს; ახსნა-განმარტებების საფუძველზე გაანალიზდა ინციდენტის გარემოებანი და სამართალდამცავთა მოქმედებანი და გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები და სამართალდამცავების მხრიდან შემდეგი შესაძლო დარღვევები:
1. 2009 წლის 15 დეკემბერს პაატა საბელაშვილი დაახლოებით 7-8 პირთან ერთად იმყოფებოდა ფონდი ,,ინკლუზივის“ ოფისში. დაახლოებით 7-8 საათისათვის ოფისის შემოსასვლელ კარზე ზარი დარეკეს. ოფისში მყოფი ერთ-ერთი პირი მივიდა კართან, დაინახა უცნობი მანდილოსანი და კარი გააღო. ოფისში შევიდა დაახლოებით 5-6 მამაკაცი, მათგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ იყვნენ პოლიციიდან. ისინი სწრაფად განლაგდნენ მთელ ოფისში და იქ მყოფ გოგონებს განუცხადეს, რომ მათთან პრეტენზია არ ჰქონდათ და მხოლოდ ოფისის დირექტორი პაატა საბელაშვილი აინტერესებდათ. თითოეულ მათგანს ჩამოართვეს ტელეფონი, შეაგროვეს პოლიეთილენის პარკში და გაიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც მშვიდად ჯდომა უბრძანეს, სანამ წასვლის უფლებას არ მისცემდნენ.
პაატა საბელაშვილი განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ოფისში შემოსვლის მომენტიდან, მოახდინეს მისი იზოლირება ერთ-ერთ ოთახში. მან მოითხოვა მისთვის წარედგინათ სამსახურეობრივი მოწმობა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას მოწმობა უჩვენა, თუმცა ისე, რომ მან ვერ შეძლო თანამშრომლის სახელისა და გვარის ამოკითხვა. Mმას განუმარტეს, რომ აპირებდნენ ჩხრეკის ჩატარებას. Mმიუხედავად იმისა, რომ პაატა საბელაშვილმა მოითხოვა ჩხრეკის ორდერი, მას სამართალდამცავებმა განუცხადეს, რომ ისინი საგამოძიებო მოქმედებას ახორციელებდნენ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და, შესაბამისად ორდერი არ სჭირდებოდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით ”ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით“. იმავე კოდექსის 323–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით „ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა“.
პაატა საბელაშვილის ახსნა–განმარტების თანახმად, მას არათუ არ გააცნეს გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება გადაუდებელ შემთხვევაში ბინის (ან სხვა მფლობელობის) ჩხრეკის შესახებ, არამედ აღნიშნულ დადგენილებასა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებზე ხელი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/



0 comment(s) to... “ომბუდსმენის აპარატმა პაატა საბელაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა”