ალადინი

Posted 4:00 PM by anano in თემები , ,

  images

 

ავტორი – მამუკა ღლონტი

ალადინი ბედნიერი კაცი იყო, დიდი სახლი ჰქონდა, ბევრი სიმდიდრე, ცოლი, შვილები, შემოსავლიანი საქმე. მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ, სანამ ერთხელ სიზმარში ერთი ქალბატონი არ გაიცნო. Oორჯერ ერთი და იგივე სიზმარი არასდროს უნახავს, ამ ქალბატონს კი ყოველ ღამე ხედავდა. მეშვიდე ღამის შემდეგ ალადინი მიხვდა რომ შეყვარებული იყო. ალადინმა ძილს უმატა დღე-ღამეში ჯერ 12 შემდეგ კი 18 საათი ეძინა, ძილში გულისსწორთან ერთად სეირნობდა, საუბრობდა, სადილობდა, ვახშმობდა და საუზმობდა კიდეც. ალადინი ავად გახდაო დაირხა მის ქალაქში ხმა. მისმა ოჯახმა საუკეთესო ექიმები დაიქირავა, მაგრამ უშედეგოდ ის ძილქუშიდან ვერ გამჰოყავდათ. მის ცოლს მხოლოდ ისღა ამშვიდებდა, რომ მეუღლე მშვენივრად გამოიყურებოდა, გაახალგაზრდავდა კიდეც. რამდენიმე წლის შემდეგ კი ალადინის მკურნალობას თავი დაანებეს და ალადინმაც ამოისუნთქა. მას აღარავინ აღვიძებდა. ეძინა და სიზმარში მის გულისწორთან ცხოვრობდა, მან იქაც წარმატებებს მიაღწია შეყვარებული ცოლად მოიყვანა შვილები გაუჩნდათ დიდი სახლი ააშენა, მოკლედ სიზმარშიც სრულ ბედნიერებას მიაღწია, ხანდახან რეალობაში მყოფი ოჯახი მოენატრებოდა და იღვიძებდა, მოეფერებოდა შვილებს, მეუღლეს, რამდენიმე საათს გაატარებდა მათთან და ისევ იძინებდა. ალადინი ბედნიერი კაცი იყო, მანამ, სანამ სიზმარში არ ჩაეძინა და ერთი ქალბატონი არ გაიცნო, ადრე სიზმარში ჩაძინებულს ორჯერ ერთი და იგივე სიზმარი არასდროს უნახავს...

მოთხრობა იხილეთ აქ



0 comment(s) to... “ალადინი”