მარწყვისა და მანანის დესერტი

Posted 2:00 PM by anano in თემები , ,

პროდუქტები:

125 გ. ბისკვიტის ორცხობილა

1 კგ. მარწყვი

1 ლიმონი

500 მლ. რძე

2 ს/კ.  შაქარი

50 გ. დალბობილი მანანის ბურღული

2 კვერცხი

4 ს/კ. გათქვეფილი ნაღები

სურვილისამებრ ქოქოსის ბურბუშელა

მომზადება:

ორცხობილა მსხვილად დავფხვნათ და ავურიოთ დაჭრილ მარწყვში. რძე წამოვადუღოთ ლიმონის ცედრასთან და შაქართან ერთად, შემდეგ ჩავამატოთ მანანის ბურღული და 5 წუთის გნმავლობაში ვხარშოთ, თან ვურიოთ. კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ ნაღებთან ერთად, დავუმატოთ გაციებული მანანის მასა , ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ისიც შევათქვიფოთ მანანის მასას, ავურიოთ მომზადებული მარწყვი, ჩავდოთ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში, მივირთვთგაციებული.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

იხილეთ ვრცლად...

http://vinoge.com/



0 comment(s) to... “მარწყვისა და მანანის დესერტი”