ავტორი – მალხაზ ხარბედია
მომზადება:
1. ინდაურის მომზადება:
ინდაური კარგად გასუფთავდეს, გაირეცხოს;
მოეჭრას კისერი და კანჭები;
ყველაფერი ერთად ჩაიდოს ისეთ ქვაბში, რომელშიც ზუსტად ეტევა;
დაესხას წყალი ისე, რომ ინდაური დაიფაროს;
იხარშოს საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი ;
პერიოდულად მოეხსნას ქაფი ქაფქირით;
პერიოდულად გაისინჯოს ხორცი ბარკალზე (არ ჩაიხარშოს!);
როცა მოიხარშება, გადმოვდგათ;
ამოიღეთ ხორცი ნახარშიდან;
წაესვას მარილი ხელით, ყველა მხრიდან (შიგნიდანაც);
დაიდოს ტაფაზე და შეიდოს გახურებულ ღუმელში;
ოდნავ შეიბრაწოს; ძალიან არ გამოშრეს!
გამოიღოს, გაგრილდეს;
დაიჭრას ზომიერ ნაჭრებად.
2. ნიგვზანი მასის მომზადება:
ნიგოზი გატარდეს ხორცის მანქანაში ორჯერ;
მოთავსდეს ემალირებულ ჯამში;
დაემატოს ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი;
კარგად აირიოს;
ჯამი ოდნავ შეთბეს (ძალიან დაბალ ცეცხლზე!! მალევე გადმოდგით!)
მასა კარგად აიზილოს ხელით;
დაიყოს გუნდებად და ხელით გამოიწუროს ზეთი გუნდებიდან (ზეთი ცალკე შეგროვდეს)
ქინძი და ნიორი გატარდეს ხორცის მანქანაში;
დაემატოს გამოწურულ ნიგვზიან მასას;
კარგად აირიოს სუფრის კოვზით.