ციხე უნივერსიტეტის სარდაფში
Posted 3:32 PM by Nina in თემები demo.ge არტ-პორტალი, კინო, პოლიტიკა, საქართველო, ტელევიზია
ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე
ერთ დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ კომედიური ფილმისთვის დაწერილი სცენარის სინოფსის კითხულობთ. მაგრამ არა, ყველაფერიგაცილებით უფრო
სერიოზულადაა. მისი ადგილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაიკავა…
ექპერიმენტი №1
რა დროა საჭირო რომ კეთლშობილი სტუდენტი-არაფორმალი სასტიკ ციხისზედამხედველად გადაიქცეს? ფილიპ ზიმბარდოს ამისათვის 5 დღე დასჭირდა. მან 1971 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში ნამდვილი ციხის მსგავსი გარემო შექმნა. ყველაფერი ნამდვილი იყო: გისოსები, ბორკილები, საკნები. ექსპერიმენტის მონაწილეები კენჭისყრით „პატიმრებად“ და „ზედამხედველებად“ დაიყვნენ და თამაშიც დაიწყო.
მაგრამ სტუდენტები ძალიან სწრაფად შევიდნენ როლში. სამი დღის შემდეგ კამერებში განთავსებულთა საუბრის თემები ძირითადად ციხეში შექმნილ აუტანელ პირობებს შეეხებოდა. ზედამხედველები თავისი ინიციატივით ყოველდღიურად ამკაცრებდნენ წესებს. ცოტა ხნის წინ პაციფისტი და ჰიპი სტუდენტები - ცერბერებად გარდაისახნენ. ისინი „პატიმრებს“ აიძულებდნენ შიშველი ხელებით ეხეხათ ტუალეტები, აიძულებდნენ ესეირნათ შიშვლებს და ა.შ.
ერთ-ერთი ზედამხედველი დღიურში წერს: „«№ 416 უარს ამბობს სოსისის ჭამაზე. ჩვენ ჩავაგდეთ ის კარცერში. და ვაიძულეთ ხელში ჭეროდა სოსისები. მე კარცერის კარზე „დუბინკას“ ვუბრახუნებდი და ვუყვიროდი. მერე გადავწყვიტე ძალით გამომეკვება. მაგრამ მან მაინც არ ჭამა და ამიტომ თავი ჩავაყოფინე საჭმელში. თვითონაც არ მჯეროდა, რომ ამას ვაკეთებდი.“…
ექსპერიმენტი №2
წარმოიდგინეთ პატიოსანი ამერიკელი მოქალაქე, რომელიც თავისი ნებით მონაწილეობს სამეცნიერო ექსპერიმენტში. სოლიდური ფსიქოლოგი, თეთრი ხალათით, მას უხსნის, რომ ის მონაწილეობას იღებს მახსოვრობის მექანიზმების გამოკვლევაში და აჩვენებს ხელსაწყოს, რომელზეც 30 გადამრთველია. თითოეული მათგანი 15-დან 450 ვოლტს შეესაბამება. გადამრთველის გადაწევისას "მასწავლებელი" დენის დარტყმით სჯის ექსპერიმენტის მეორე მონაწილეს "მოსწავლეს", თუ ის სპეციალურად მისთვის გაჟღერებულ წინადადებს შეცდომით გაიმეორებს. ყოველ შეცდომაზე "მასწავლებელის" თითი ალერსიანად ეხება მომდევნო გადამრთველს. როცა შეცდომების გამო, ვოლტების თანრიგი 100-ს აჭარბებს, მოსწავლე იწყებს ყვირილს. ექსპერიმენტი დაიწყო:
210 ვოლტი: "გამომიშვით! საკმარისია! აღარ მინდა თქვენს ექსპერიმენტში მონაწილეობა!"…