პიარი და ასრულებული ოცნება
Posted 1:57 PM by Nina in თემები zurriuss, ამერიკა, ევროპა, კონკურსი, მუსიკა, შოუ ბიზნესიავტორი: zurriuss
ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.
როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.
დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით
ამ თემაზე ადრეც დავწერე:
ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.
ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.
მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა? მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა.
http://zurriuss.wordpress.com/
