ფერნანდო ტორესი: თავს სკაუსერად ვგრძნობ (ინტერვიუ)

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , , ,

by Tornike

ვთარგმნე F9T-ს ინტერვიუ, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს, როგორი დადებითი და თავმდაბალი ადამიანია, უმაღლესი დონის ფეხბურთელობასთან ერთად. ამ ორი რამის გაერთიანება  ცნობილი ადამიანებიდან ცოტას გამოსდის.

090917-012-torres_book_launch

მხოლოდ ორ მოკლე სეზონში ფერნანდო ტორესმა რეკორდების მთელი წყება მოხსნა, შეარყია კოპი, როგორც არასდროს მანამდე და ლეგენდის იმ სტატუსს მიაღწია, რომლისათვისაც მოთამაშეების უმეტესობას წლები სჭირდება.

რა არის მისი საიდუმლო და როგორ ახერხებს ვარსკვლავური ავადმყოფობის თავიდან აცილებას პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ხოტბაშესხმული მოთამაშის სტატუსში?

Liverpoolfc.tv ტორესს ანფილდზე მას შეხვდა მის უკეთ გასაცნობად.

ამ ინტერვიუში ელ ნინიო ფარდას ხდის მის ურთიერთობას სტივი ჯისთან, საუბრობს ევერტონელი გულშემატკივრის დამოკიდებულებას მისდამი და ხსნის, თუ რატომ სურს, მისი პატარა ქალიშვილი სკაუს აქცენტს ფლობდეს.

npx_torres_08

ფერნანდო, თვენ უკვე ორი წელია, ლივერპულში ცხოვრობთ. რამდენად სახლში გრძნობთ თავს?

ძალიან შინაურულად ვარ. ჩამოსვლის დღიდან დღემდე ანფილდს საკუთარ სახლად ვთვლი, თავს კი – ლივერპულელად.

ლივერპულში ჩამომსვლელები ტურისტულ ღიშესანიშნავობებს სტუმრობენ – ალბერტ დოკს, კავერნას, ჯონ ლენონის ბავშვობის სახლს. თქვენც ასე მოიქეცით?

რათქმა უნდა. ვიხილე როგორც ჯონ ლენონის სახლი და ბითლზის მუზეუმი, ისე მონასტრები და სხვა ადგილები. პირველი თვის განმავლობაში მეგობრებთან ერთად ლივერპულის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი მოვინახულე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ანფილდია , სადაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ყოფნა მეტად მსიამოვნებს.

რომელია თვენი საყვარელი ადგილი?

ანფილდი ჩემთვის ინგლისის საუკეთესო ადგილია, თუმცა ოჯახთან ერთად ჩვეულებრივ ქალაქის ცენტრში დავდივარ. გვსიამოვნებს ალბერტ დოკის გასწვრივ სეირნობა, დოკების თვალიერება და ხალხთან საუბარი. ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ადამიანები მცნობენ და ყოველთვის სასიამოვნოდ მესაუბრებიან. მეკითხებიან ლივერპულზე და ჩემზე.

იხილეთ ვრცლად

 

http://tornike.wordpress.com/



0 comment(s) to... “ფერნანდო ტორესი: თავს სკაუსერად ვგრძნობ (ინტერვიუ)”