ჰალუცინაციების მოტივებზე

Posted 12:01 PM by Nina in თემები ,

Repetative_Vision

ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე

"ერთხელ ვუყურებდი წითელ ყვავილს, რომელიც მაგიდის თეთრ გადასაფარებელზე დედაჩემს დარჩენოდა. ზემოთ ავიხედე და უცბად დავინახე, რომ ზუსტად ისეთივე ყვავილები ფარავდნენ ჭერს, ფანჯრებს, კედლებს, მთელს ოთახს, ჩემს სხეულს და სამყაროს. ვგრძნობდი, რომ ეს ხდებოდა არა ჩემს წარმოსახვაში, არამედ სინამდვილეში. შემეშინდა. ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი შორს. თორემ წითელი ყვავილები გამანადგურებდნენ. სასოწარკვეთილმა ზედა სართულს მივაშურე. კიბის საფეხურები ფეხქვეშ მეცლებოდნენ. მე კიბიდან ჩამოვარდი და ფეხი დავიზიანე."

ეს იყო მისი პირველი ჰალუცინაცია, 10 წლის ასაკში. მას შემდეგ ჰალუცინაციები გაგრძელდა. მათ თანდათან მრავალი თაყვანისმცემელი შეიძინეს. 2009 წელს, Christie’s-ის აუქციონზე მისი ჰალუცინაციის ერთ-ერთი ნაყოფი, „აბსტრაქცია № 2"  5 794 500 დოლარად გაიყიდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: იაიოი კუსამას ძალიან მოეწყინა იაპონიის კონსერვატიულად განწყობილ არტ-წრეებში. უცბად გვერდზე გაირბინა თეთრმა კურდღელმა წითელი თვალებით. ამაში საოცარი არაფერი იქნებოდა, თეთრი კურდღელი ამერიკის საელჩოში, რომ არ გაუჩინარებულიყო. იაიოიმ თავისი რამდენიმე ნახატი აიღო და პირდაპირ პირდაპირ მას მიჰყვა, კუსამა 1957 წელს ნიუ-იორკში გაფრინდა. ის ძლივს ლაპარაკობდა ინგლისურად. არ გააჩნდა არანაირი კავშირები. სამაგიეროდ ჰქონდა 1 მილიონი იენი, რომელიც მას დედამ, უსაზღვროდ მკაცრმა ბიზნეს-ვუმენმა მისცა.

იმ დროისათვის ამერიკაში პოპულარული იყო აბსტრაქციონიზმი, აქციონიზმი, პოპ-არტი. კუსამაც ქმნიდა სკულპტურებს; აკეთებდა ინსტალაციებს, ფოტოკოლაჟებს; კერავა ექსტრავაგანტულ სამოსს და ექსპერიმენტული ფილმიც კი გადაიღო. მაგრამ ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდათ თავისი პერფორმანსებით, რომლებიც 60-იანების კონტრკულტურის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

ის დადიოდა მაღაზიებში ქუდით, რომელიც ფალოსებით იყო მორთული. აწყობდა „სხეულის ფესტივალს“, სადაც თავისი მეგობრების და მოწვეული მსახიობების შიშველ სხეულებზე ხატავდა თავის „საფირმო“ ფერად წერტილებს. აწყობდა ჰეფენინგებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ცენტრალურ პარკში. ხელმძღვანელობდა გეი-ორგიებს.

იხილეთ ვრცლად

http://demo.ge/



0 comment(s) to... “ჰალუცინაციების მოტივებზე”