ავტორი - Leonard Shelby
2009 წლის 8 დეკემბერს, დილის 4 საათზე ჩემზე ბედნიერი მხოლოდ 20,664 ადამიანი იყო მთელ მსოფლიოში. სწორედ 20,664 მაყურებელი დაესწრო ვაჩოვია ცენტრში “ფილადელფია 76–ისა” და “დენვერ ნაგეთსის” თამაშს, მატჩში რომელშიაც ალენ აივერსონი სახლში დაბრუნდა.
2001 წელს როდესაც კალათბურთის ყურება დავიწყე, უმთავრესი მიზეზი რატომაც ეს სპორტი შემიყვარდა(თავდაპირველად) ალენ აივერსონი და “ფილადელფია” იყო. არასოდეს ვოყფილვარ მოგებებით განებივრებული, არც ალენი იყო სამაგალითო პიროვნება ან უნაკლო მოთამაშე, თუმცა დროის სვლასთან ერთად კალათბურთი ჩემი საყვარელი სპორტი გახდა A.I და პენსილვანიური გუნდი კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
2006–2007 წლებში აივერსონი წავიდა ფილადან “დენვერში”, შემდეგ “დეტროიტსა” და “მემფისში” ითამაშა და დღეს კვლავ სახლში დაბრუნდა, გუნდსა და ქალაქში სადაც მას აღმერთებენ. სადაც ის მერზე უფრო პოპულარულია, როკიზე უფრო მეტად უყვართ, მის სანახავად სპორტის სასახელე თავიდან ბოლომდე შეავსეს(წელს პირველად).
http://faukclub.wordpress.com/