სიტყვის თავისუფლება და ახალი მედია
Posted 12:01 PM by anano in თემები gochagabodze, Mr.Picasso, მედია, პოლიტიკა, საქართველოავტორი - by mr.picasso
Freedomhouse -ის მონაცემებით საქართველო სიტყვის თავისუფლების მხრივ ნახევრად თავისუფალ ქვეყნების სიაში შედის. რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ პირზე ღია ბოქლომები გვადევს რომლის გასაღები სოდის კუდის და სხვა მერაბიშვილური ორგანიზაციების ხელშია და თუ სჭირდებათ ყველანაირი ხერხებით ცდილობენ ჩვენს გაჩუმებას.
შანტაჟი მუქარა. საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სახის სტიგმების გამოყენებით მათი ხელწერის ჩვეული მანერაა.
ამჯერად მსგავსი პრობლემა გაზეთ” ბათუმელების” საგამოძიებო მიმართულების ჟურნალისტებს შეექმნათ. რომელთა სტატიებიც ხშირ შემთხვევაში უხერხულ სიტვაციაში აყენებდა ძლიერთა ამა ქვეყნისათა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხშირად სკანდალური და სახელმწიფო ტელევიზიების მიერ მიჩუმათებული იყო.
კინოთეატრ ამირანთან ბათუმელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდა ყველა ის ადამიანი ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მხოლოდ ლამაზ სიტყვებთან არ ასოცირდება და ის მათი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.
ქართველმა ბლოგერებმაც გამოვუცხადეთ თანადგომა გაზეთ ”ბათუმელებს” რადგანაც მიგვაჩნია რომ თუ ქვეყანაში მსგავსი ფაქტები მომრავლდება და მათზე ხმას არავინ ამოიღებს ის თითეული ჩვენგანის პრობლემა შეიძლება გახდეს.
ჩვენი მიზანი სიტყვის თავისუფლების ოაზისის შექმნაა ქართულ ბლოგ სივრცეში. რომელიც არავის ცენზურას არ დაექვემდებარება.
http://gochagabodze.blogspot.com/