ავტორი:პაატა შამუგია
18 წლის ასაკში სექსი (თუნდაც, ორალური) გართობის მშვენიერი საშუალებაა. მაგრამ 18 წლის ასაკში სექსზე (თუნდაც, ორალურზე) პროზის დაწერის საშუალება
რამე რომ იყოს, კარგი რეცენზენტი ასაკს არც კი გამოეკიდებოდა და საიფერული სჯაც არ დასჭირდებოდა, მაგრამ უამისოდაც არ გამოვა.
რატომ “99?” იქნებ, იმიტომ, რომ ალაჰს (არ მესმის, რაში ჭირდება, მაგრამ) 99 სახელი აქვს? იქნებ იმიტომ, რომ ეს ბინარული კომბინაცია სარეკლამო ტექნოლოგების საყვარელი რიცხვია? ან იქნებ სულაც ასევე “რეკლამშიკ” ფრედ ბეგბედერის სკანდალური წიგნი “99 ფრანკი” გამოგვადგეს სანიშნედ. სტილისტურადაც ხომ ჩამოჰგავს კიდეც ადგილ-ადგილ.
ამის გარდა, 99-ის (ანუ ორი ცხრიანის) გეომეტრიული პროგრესიით გაანგარიშებისას მიიღება ერეკლე დეისაძის ასაკი _ 18 წელი.
რიცხვი 99 ზღვარია, საიდანაც უნდა დაიწყოს რაღაც ახალი, ვთქვათ, ახალი რასა.
ქართველები განათლებული ერი ვართ და ცხადია, ვიცით ფოლკლორსა და მითებში არსებული ყველა არაორდინალური დაბადება…