ფაჩულიამ "ატლანტას" "ჩიკაგოსთან" ქულა და 4 მოხსნა მიაშველა
Posted 6:00 PM by Nina in თემები The Polity, ამბები, ამერიკა, სპორტიFrom The Polity News
15 წუთში 1 ქულა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 4 მოხსნა – აი, ზაზა ფაჩულიას მონაგარი ამ გამთენიისას გამართულ მატჩში, რომელიც ქართველი ცენტრის გუნდმა „ატლანტამ“ 118:83 მოუგო „ჩიკაგო ბულსს“.
შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედში გაირკვა, როცა ატლანტელების უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და შემდეგ სათადარიგოთა ჯერიც დადგა. გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო და ორივე გუნდმა მოედანზე სამარქაფოები შეუშვა. ასეთი სცენარის მატჩშიც კი არ მოინახა ქართველი ცენტრისთვის მის საშუალო სათამაშო დროზე მეტი – ზაზა ყველა მატჩში შედის შეცვლაზე, ხოლო ამჯერად "ატლანტას" ისეთმა მოთამაშეებმა მიიღეს მატჩში მონაწილეობა, რომლებიც საერთოდ არ გამოდიან ხოლმე მოედანზე – ჯეისონ კოლინსი და რენდოლფ მორისი.
ფაჩულიამ 15 წუთში მხოლოდ ერთხელ შეუტია თამაშიდან, მაგრამ არაზუსტად, ხოლო ის 1 ქულაც საჯარიმოს ხაზიდან შეიმატა.