მოგცლი – ა, შ(1)ენ ერთი…
Posted 9:00 PM by anano in თემები Mchxapneli, ბლოგი, საქართველო, ცხოვრების სტილი
ავტორი – Mchxapneli
“ძაღლები ყოველთვის დაბლიდან გვიყურებენ. კატები, პირიქით – ზემოდან დაგვცქერიან. მხოლოდ ღორი გვექცევა ისე, როგორც თანასწორს” – უინსტონ ჩერჩილი
ბოლო პერიოდში თბილისი სახეაბიბინებულთა ქალაქს დაემსგავსა. პირზე ყველას ან “ღორის გრიპი” აკერია, ან, ღორის გრიპისაგან დამცავი მწვანე ნიღაბი. მოსახლეობა პანიკის ზღვარზეა და ალბათ, მალე გადააბიჯებს კიდეც. ვინმეს ქერტლი რომ გაუჩნდეს, ან, მარჯვენა იდაყვი მოეფხანოს, ლამისაა ესეც ღორის გრიპის სიმპტომად ჩათვალონ. დაცემინებაზე ხომ უკვე “ჯანმრთელობის” თქმის ნაცვლად, საგონებელში “ცვივიან”, “ამას შემთხვევით ღორის გრიპი ხომ არ სჭირსო”. მეტიც, თუ ვინმე პირზე ხელის მიფარების გარეშე წამოახველფხუკუნებს, დიდი შანსია, რომ წამიერად სერიულ მკვლელად შერაცხონ და სხვა.
საყოველთაო სიმხურვალეს “ნავთით აღჭურვილი” მედია საღამოობით გვარიანად აძლიერებს ხოლმე. თუმცა, ჩემი აზრით, ყველანაირი შიში აბსურდულია, რადგან თქვენ, ალბათ, გინახავთ:
-
სადარბაზოებთან, ფანჯრების წინ “მგდებარე”, არცთუ სასიამოვნო შიგთავსის მქონე “პამპერსები” და თბილისის ცენტრალურ გამზირებზე, შუა ქუჩაში ვიღაცის ძაღლის კუჭის მიერ გადამუშავებული ნივთიერებები (ზოგიერთს, შეიძლება, გიგრძვნიათ კიდეც, თუ იმ წუთებში ზეცის თვალიერებით ტკბებოდით);
-
მფრინავი სხვადასხვა ფერის პარკები, რომლებიც თბილისის ცას მარდად სერავენ და შემდეგ ბუდეებს ხეებზე ან ბუჩქებზე იკეთებენ; ტროტუარებთან დაყრილი ლუდის ბოთლები (შიგ ცოტა ქაფი ჯერ კიდევ რომ არის შემორჩენილი) და ჩიფსისებრთა ჯიშის “პარკოსნების”, ქარის მიმართულებით მიმავალი ცარიელი პაკეტები;
-
სადარბაზოებში(თან) დაგროვილი ნაგავი; წარწერები კედლებზე: “ღორო, აქ ნაგავს ნუ ყრი“, “ვინც ნაგავი დაყაროს, დაგინებულია“, “ნაგვის დამყრელო, დაგიჭერ, მოგ...ავ დედას” და მაინც, ყველა წარწერის ძირში დაყრილი ნაგავი…