Georogian movie SeaZone

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , ,

ავტორი: ნიკა ესებუა

არ ვიცი მე მეჩვენება, თუ მართლა ესეა ბოლო ხანებში(უკანასკნელი 6 თვის მანძილზე) მემგონი იმაზე მეტი ქართული მხატვრული ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში ვიდრე მთელი 90–იანი წლების მანძილზე.

შემოდგომაზე მთლად გაიგიჟეს თავი რეჟისორებმა. “ყველაფერი კარგად იქნება”, “თბილისური lovestory”, “გაღმა ნაპირი” და “ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა” გამოვიდა “ამირანისა” და “რუსთაველის” ეკრანებზე.  ჰარლინი ჩამოვიდა და გადარია ქართველი ხალხი, აგერ მადლიერი ქართველი ერი ყველა დროის საუკეთესო რეჟისორებში ასახელებს ამ ხელოვანს. რამდენიმე დღის წინ პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის ჩამოსვლის ამბავი გაირკვა…

…ჩემი პოსტი კი Seazone–ს ეძღვნება ფილმს, რომლის ტრეილერმაც მომხიბლა. არა სიმართლეს ვიტყვი ტრეილერი როგორც ასეთი ბანძია, 3 წუთი გრძელდება და აქედან 1,5 მოსაჭრელია, უბრალოდ იდეა მომეწონა მაგრად. 4 ქართველი ბიჭი რომელიც ბათუმში, ზღვაზე დასასვენებლადაა ჩასული ერთ დღესაც იღვიძებს და სრულიად მარტონი არიან აჭარის დედაქალაქში…

Seazone–ს ტრეილერი

 

იხილეთ ვრცლად

 

http://faukclub.wordpress.com/



0 comment(s) to... “Georogian movie SeaZone”