”გაუთხოვარი და არამწეველი” ანუ ყველაზე გავრცელებული შეცდომები CV-ის გაგზავნისას

Posted 1:00 PM by Nina in თემები ,

ავტორი: Natalie Saginashvili

job-s2

‘’ქერა, 180 სმ, 46 კილო, უმაღლესი განათლებით, არამწეველი და მოწესრიგებული…’’

ზუსტად ასეთი სახით მომივიდა ერთხელ CV ჩემს მიერ განთავსებული ვაკანსიის  საპასუხოდ. ამასთან, მას აპლიკანტის  უზარმაზარი სურათი ერთვოდა. გულწრფელად გეტყვით, აღნიშნული CV-ის წაკითხვისას სახეზე ღიმილი მომეფინა, ჩემს თანამშრომელს ვუჩვენე, ორივემ გულიანად ვიცინეთ და გვერდზე გადავდეთ.

ყველამ ვიცით , რომ  CV დიდ როლს თამაშობს სამსახურის შოვნაში. ამიტომ თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მითუმეტეს, რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი,  ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილია.

1. ფოტო. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც CV-ში ჩასმული აპლიკანტის ფოტო თვითონ CV-ის სამჯერ აჭარბებს მოცულობაში. ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ეს დამქირავებელზე თუ HR მენეჯერზე არცთუ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. სრულებით საკმარისი იქნება, თუკი თქვენს ფოტოს რეზიუმეს მარჯვენა კუთხეში 3 X 4–ზე ზომით ჩასვამთ.

2. გაუთხოვარი. მიხვდებოდით, რომ საქმე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ეხება. ხშირად აპლიკანტებს ოჯახური მდგომარეობის პუნქტის გასწვრივ უწერიათ ან გასათხოვარი ან გაუთხოვარი. პირდაპირ გეტყვით, ეს ყოველთვის იწვევს სახეზე ღიმილს. თქვენ, რა თქმა უნდა, ეს არ გსურთ. ამიტომ, აღნიშნულ პუნქტში უნდა დაწეროთ ან “დაოჯახებული” ან “დასაოჯახებელი”.

იხილეთ ვრცლად

http://hrworld.wordpress.com/



1 comment(s) to... “”გაუთხოვარი და არამწეველი” ანუ ყველაზე გავრცელებული შეცდომები CV-ის გაგზავნისას”