ჩვენი მატარებელიც ჩაივლის

Posted 4:00 PM by anano in თემები , , ,

ავტორი - mr.picasso

არასოდეს გიფიქრიათ რით დაამახსოვრებს 10იანი წლების თაობა ხალხს თავს?????
რაიმე დამახასიათებელი დეტალი თუ გაგვაჩნია  ისეთი რაც ჩვენით შევქმენით და ურცხვად წინა თაობისგან არ მოგვიპარავს. რატომ თვლის იმ ადამიანთა ნაწილი ვისაც ნაცრისფერი მასისგან  განსხვავებულობაზე მეამბოხეობაზე აქვს ამბიცია რომ უნდა ეცვას ისე როგორც ეცვათ ჰიპებს . უსმინოს იმას რასაც უსმენდნენ შორეულ 60იანებში.  ჩვენც ხომ შეიძლება ჩვენი გვქონდეს. როდის შეიძლება მოვასვენოთ საფლავებში მათი კაიფში გაპარული სულები.
ჩვენ რატომ არ გვყავს ჩვენი თაობის კერპები და რატომ არ გვაქვს ჩვენი თაობისთვის დამახასიათებელი სიგიჟეები. ან რატომ ვრიყავთ თუნდაც სკოლის ასაკის ბავშვებში წამოწყებულ ემო კულტურას. ეს ხომ მათთვის დამახასიათებელ სუბკულტურად შეიძლება იქცეს.  ჩვენ ხომ ასეთი სურვილიც არ გაგვჩენია. და  რატომ ვზღუდავთ საკუთარი ინდივიდუალურობის ჩამოყალიბების პროცესში.
რატომ ვართ დამჯერი თაობა და რატომ ითვლება კარგ ტიპად ის ვინც ყველაზე მამაპაპურად აზროვნებს . თვალებდახუჭული მღერის ქალაქურ სიმღერებს ან სულაც სუფრაზე საათნახევრიანი სადღეგრძელოებით ბურღავს ტვინს .

იხილეთ ვრცლად...

http://gochagabodze.blogspot.com/



0 comment(s) to... “ჩვენი მატარებელიც ჩაივლის”