ლოლ. ვითხოვ ცვლილებებს. ლოლ
Posted 2:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, ნიკო ნერგაძე, ცხოვრების სტილიავტორი: ნიკო ნერგაძე
…ჰოდა, ჩვენ ისეთ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ქვეყანას ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე არ აყენებს, არც ჩამოშლით ემუქრება და არც არაფრით, მაგრამ მაინც ნერვებს გვიშლის. ნეტა შეიძლებოდეს ამ პატარა რამე-რუმეების კანონით აკრძალვა. მე ჩემებს გეტყვით და თქვენ თქვენი დაამატეთ - კომენტარებში.
1. არ შეიძლება, რომ კანონით ავუკრძალოთ ტაქსისტებს გაკვირვებული სახის მიღება, როდესაც ხუთლარიანს მიაწვდი? გასაგებია, შეიძლება რომ ხურდა არ ჰქონდეს კაცს, მაგას კანონით ვერ აკრძალავ, მაგრამ, ეს ყალბი გაოცება იქნებ აღმოვფხვრათ. ხომ იცით, არა? აი, ხუთლარიანს რომ მიაწოდებ და ორი ლარი ხურდა რომ უნდა მოგცეს წესით და ისე რომ შეიცხადებს, გეგონება დუბლონები დაინახაო. აჰ, აი მაგის ხურდა ნამდვილად არა მაქვსო - იტყვის და ტაქსის რომელიღაც უჯრას გამოაღებს იმის საჩვენებლად, მართლა არაფერი მაქვსო (ვიცი, რომ მანქანისას უჯრა არ ჰქვია. ჩემი ბლოგია და როგორც მინდა, ისე დავწერ).
2. არ შეიძლება, რომ ქუჩაში გადაფურთხებაზე ჯარიმა თუ, რა ქვია, ადმინისტრაციული სასჯელი დავაწესოთ? ერთს და ორს აიტანს კაცი, მაგრამ სამი ბიჭი ან მეტი თუ დგას ერთად ხუთ წუთზე მეტს, ნამდვილ წარღვნას აწყობენ ხოლმე…