ლარს ფონ ტრიერი წარმოგიდგენთ...
Posted 3:00 PM by anano in თემები fsiqe, meine grüne Hoffnung, კინო, ფილმებიავტორი - meine grüne Hoffnung
ფილმი, რომელზეც გადავწყვიტე არასოდეს მესაუბრა, დავადე ტაბუ და შევინახე გონების ყველაზე შორეულ უჯრაში. ფილმი, რომელმაც პირველივე ნახვისას ეკრანს მიმაჯაჭვა და მაინც ვერ შევძელი ბოლომდე მენახა.
“ანტიქრისტე” პირველად მგონი რამდენიმე თვის წინ ვნახე და ყოველივე რაც ზევით მიწერია მაშინ “ჩავიდინე”.
გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ჩემ ირგვლივ ამ ფილმზე დაიწყებენ ფართო დისკუსიებს, რომელშიც არ ვერთვები რა თქმა უნდა “ანტიქრისტეს” ხომ თავის დროზე ტაბუ დავადე და გადავწყვიტე რომ ეს ფილმი არ მინახავს. გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ერთ-ერთი საყვარელი ლექტორი მთხოვს დავწერო ფილმზე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიწყებ კუბრიკის ერთ-ერთი ფილმით და ვხვდები რომ ტენდენციური ვარ მეტისმეტად. ვანებებ წერას თავს და მახსენდება შორეულ უჯრაში ჩაკეტილი ტრიერი თავის სიგიჟით. ვიწერ ანტიქრისტეს, ვუყურებ ბოლომდე და ვიწყებ წერას მხოლოდ იმაზე, რა ვიგრძენი ფილმის ყურებისას და რას ვგრძნობდი ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ორი დღე და ღამე.