ორჰან ფამუქი-”ჯევრედ ბეი და მისი ვაჟიშვილები”
Posted 7:00 PM by Nina in თემები Mr.Picasso, ლიტერატურაავტორი: mr.picasso
ეს სამი თვეა ორჰან ფამუქის წიგნს ”ჯევრედ ბეი და მისი ვაჟიშვილები” ვკითხულობ. ვკითხულობდი ყველგან სადაც კი მომიხერხდებოდა. სახლში , მატარებელში, ზღვაზე , პარკში, კაფეში, ავტობუსში, რამდენჯერმე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც ვცადე . შედეგად ამ წიგნის მიმართ ყველაზე მეტი ემოციური დამოკიდებულება და მოგონება დამიგროვდა. ალბათ ოცი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს. და გავიხსენებ თუ რა ადგილს, სად და როდის ვკითხულობდი....
წიგნის დასრულება არ მინდოდა, შემიყვარდა თითქოს. ბოლო გვერდებს იმ შეგრძნებით ვკითხულობდი რომ ვასრულებ და ეს რაღაც შენთვის ახლობელთან გამომშვიდობებას უფრო გავდა ვიდრე ერთი რიგითი წიგნის ფინალში გასვლას…
…ორჰან ფამუქზე კი იმის დამატება შემიძლია რომ მას ყოველთვის სწორი პოზიცია უკავია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ . მას ხშირად ექმნება პრობლემები სახელმწიფოსთან სომეხთა გენოციდის აღიარებაზე მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო ასევე ქურთთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან მის მტკიცე პოზიციაზე.
ორჰან ფამუქს 2006 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში . ის პირველი თურქეთის მოქალაქეა რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
http://gochagabodze.blogspot.com/