კოლხეთის საგანძურის გამოფენა სტოკჰოლმში

Posted 7:00 PM by anano in თემები , ,

ავტორი – ქეთი

"Medea from Georgia, Treasures from Ancient Colchis" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ნოემბრის ბოლოს გაიხსნა და 14 თებერვლამდე გაგრძელდება. იგი იქნა ორგანიზებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურის სამინისტროს, სტოკჰოლმის ხმელთაშუაზღვის მუზეუმის, შვედეთის ინსტიტუტისა და საელჩოს მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილია ანტიკური კოლხეთის ისტორიული ექსპონატები. ეს არის საქართველოს პირველი მცდელობა სკანდინავიურ ქვეყნებს გააცნოს კავკასიური ქვეყნის უძველესი ისტორია და კულტურა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით -გავეცანი შვედურ პრესას და მინდა გითხრათ რომ საინტერესო სტატიებს და შეხედულებებს წავაწყდი. შვედური გამოცემები წერენ, რომ ეს გამოფენა მხოლოდ შვედეთისა და საქართველოს დაახლოების და პარტნიორობის მანიშნებელი არ არის , არამედ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. ხაზი აქვს გასმული აგვისტოს ომს და საქართველო- რუსეთის კონფლიქტს, ამ ყველაფრის ფონზე - შვედეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები - გაგებულია , როგორც საქათველოს მხარდაჭერად -დამოუკიდებლობისა და დასავლეთ სამყაროსთან ინტეგრირების გზაზე. ასევე სიბოლური დატვირთვა აქვს -თავად გამოფენის თემას. ”ანტიკური ბერძნული კულტურა გახლავთ ევროპული იდენტიტეტის სიმბოლო. მედეამ კი მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა ქალის ხასიათი თანამედროვე დასავლეთის დრამაში, მუსიკასა და ხელოვნებაში, მაგრამ მედეას ანტიკურ პორტრეტში -განსაკუთრებით ხაზგასმულია რომ იგი საბერძნეთიდან კი არა კოლხეთიდან არის (ანუ საქართველოდან) "

იხილეთ ვრცლად...

http://www.scandinavia.ge/



0 comment(s) to... “კოლხეთის საგანძურის გამოფენა სტოკჰოლმში”