გიორგი კაკაბაძე – სოფლის პატიოსნება...

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , ,

ავტორი: არილი

natvrisxe

ძნელია განსაზღვრო “ნატვრის ხის” ჟანრი.
მაშინვე ვერ იტყვი, რა არის ეს: მოგონებები, ნოველების კრებული, თუ ამ ჟანრების საინტერესო სინთეზი.
ცხადია, რომ ნებისმიერი ბიოგრაფიული ჟანრი, მოგონება იქნება ეს, დღიური, მემუარი, აღსარება თუ სხვა, სრულიად განსხვავებული კუთხით აღწერს მოვლენებს. ასეთ ნაწარმოებებში მთხრობელი საკუთარ ცხოვრებაზე, განცდებზე, თუ ეპოქაზე გამორჩეული სუბიექტურობით მოგვითხრობს, რადგანაც ეს ავტორის პოზიციაა. იგი ყოველი მოვლენისა თუ ფაქტის მომსწრე და თვითმხილველია, ამიტომაც მკითხველს ტექსტის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება.

მაგრამ როდესაც “ნატვრის ხის” პერსონაჟების შინაგან მონოლოგზე, ღვინჯუასა და ქარიშხლის დიალოგზე, ფორეს სიზმარზე, ან ქმრის სასთუმალთან მიყურადებული გურანას ეჭვებზე ვკითხულობთ, ვხვდებით, რომ ეს განცდები და მოქმედებები არ შეიძლებოდა ბავშვური მოგონებების ნაწილი ყოფილიყო, რადგან ისინი ავტორის თვალისათვის დაფარული გახლდათ. აქ გოგლა ლეონიძე ავტორის უფლებებით სარგებლობს და ყოვლისმხილველ და ყველგანმყოფ შემოქმედად გვევლინება.

სწორედ საავტორო პოზიციასა და ავტორის უფლებას შორის გაჩენილი განსხვავება გარდაქმნის ლიტერატურას სიტყვის ხელოვნებად, ანუ მხატვრულ ნაწარმოებად.
იმავდროულად წიგნი არც დამოუკიდებელი ნოველების კრებულს ჰგავს ამ ცნების ტრადიციული გაგებით…

იხილეთ ვრცლად

http://arili2.blogspot.com/



0 comment(s) to... “გიორგი კაკაბაძე – სოფლის პატიოსნება...”