დააპურეთ ტაქსის მძღოლები ძალიან იაფად
Posted 5:00 PM by Nina in თემები StartUp.Ge, ბიზნესი, სასარგებლოFrom: StartUp.Ge _ Business Ideas
თუ გააკეთებთ ისეთ სასადილოების ქსელს, სადაც ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ ძალიან იაფად ისადილონ, ამით ძალიან ბევრ მათგანს გაახარებთ. მითუმეტეს, თუ ასეთ სასადილოებს რამოდენიმე, თანაც ისეთ ადგილას გახსნით, სადაც ავტომობილით ადვილი მისადგომი იქნება და პარკინგის შესაძლებლობაც.
სადილი 50 თეთრად ის თანხაა, რომელსაც ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი გადაიხდის. მასში თავისუფლად შეიძლება შევიდეს წვნიანი, რამოდენიმე ნაჭერი პური და კომპოტი. მძღოლების რაოდენობა კი თბილისში დაახლოებით 15 ათასია. თვითონ იმსჯელეთ რამდენად სარფიანი შეიძლება გამოვიდეს ეს საქმე.
ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში არსებობს დაახლოებით ასეთი სასადილო, სადაც შედიხართ და დგას უზარმაზარი რამოდენიმე ქვაბი საიდანაც პირდაპირ დაგისხამენ სასურველ წვნიანს და იქვე შეგიძლიათ რომ მიირთვათ….