”მაესტრო” სამართავად გადაეცა ეროსი კიწმარიშვილს

Posted 1:00 PM by Nina in თემები , , ,

 

”ტელეკომპანია “მაესტრო” სამწლიანი მართვის უფლებით გადაეცა ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას”, - განაცხადა დღეს ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. ღლონტის თქმით, მიუხედავად მართვის უფლების გადაცემისა, ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებულ იქნება. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ეროსი კიწმარიშვილმა არ გამორიცხა “მაესტროზე” “რუსთავი-2”-ის ძველი სახეების გამოჩენა, თუმცა დასძინა, რომ ძირითადი აქცენტი “მაესტროს” კადრებზე გაკეთდება. კიწმარიშვილის თქმით, ტელევიზიის კონცეფციაზე ერთად მუშაობენ და მისი ამოსავალი წერტილი მაყურებლის ინტერესი იქნება.

 

From რადიო თავისუფლება tavisufleba.org



0 comment(s) to... “”მაესტრო” სამართავად გადაეცა ეროსი კიწმარიშვილს”