უძველესი თბილისი - დედაქალაქის არქეოლოგიურ ძეგლთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია

Posted 12:00 PM by Nina in თემები ,

udvelesi tbilisiMosatsvevi [%P]

12 ნოემბერი – 12 დეკემბერი
12 ნოემბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ისტორიის მუზეუმში ეწყობა ქ. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის ”უძველესი თბილისი” პრეზენტაცია.
დედაქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის პრეზენტაცია თბილისის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენის ფონზე ჩაივლის.
პროექტი “უძველესი თბილისი” არის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს. 
ურბანიზაციის დაჩქარებული პროცესი, სამშენებლო სამუშაოების მასშტაბურობა საშიშროების ქვეშ აყენებს ქალაქის არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში სამწუხაროდ განადგურდა ან განადგურების წინაშე დგას…

სრულად



0 comment(s) to... “უძველესი თბილისი - დედაქალაქის არქეოლოგიურ ძეგლთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია”