საქართველო(ს) “გაღმა” ნაპირზე
Posted 11:00 AM by anano in თემები faukclub, Leonard Shelby, კინო, რეცენზია, საქართველო, ფილმებიავტორი – Leonard Shelby
გიორგი ოვაშვილმა ქართველებისთვის მძიმე თემას, აფხაზეთის ომს მოკიდა ხელი. სასიამოვნო ფაქტია როდესაც გამოდის მშობლიური პროდუქცია კინოთეატრებში და ნარკომანიის პრობლემებზე არ გიწევს ფილმის ყურება, არადა ბოლო წლებში ერთგვარ სტანდარტად იქცა წამლის მომხმარებელთა მთავარ პერსონაჟებად წარმოჩენა. ფილმში მთავარ როლს თედო ბექაური თამაშობს(ფილმშიც თედო ჰქვია), ეს სრულიად უცნობი ბავშვი თავის როლს ბრწყინვალედ ართმევს თავს და ნამუშევრის ღირსეული პროტაგონისტია.
თედო გადაწყვეტს მამის საძებნელად აფხაზეთში, ტყვარჩელში წავიდეს. რეჟისორი ცდილობს 90–იანი წლები მთელი თავისი “მშვენიერებით” გადმოსცეს მაყურებელს. ძარცვა, მანქანების გაქურდვა და აფხაზეტში გადაყვანა, განუკითხაობა საზღვარზე აფხაზეთში და ა.შ. ოღონდ ამას ისე აკეთებს, რომ ფილმის მთვარი იდეა არ დაიკარგოს.
http://faukclub.wordpress.com/