კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე

Posted 2:20 PM by teona dalakishvili in თემები
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და თეოდორ ჰოის კოლეჯის ახალგაზრდული პროგრამის, გეტტინგ ინვოლვედ ფარგლებში შედგა სტუდენტური პროექტი “კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე”. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სტუდენტებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია დევნილთა პრობლემების და მათი ცხოვრების შესახებ. (კერძოდ იმ ადამიანების შესახებ როლებიც დევნილობასი ცხოვროენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ) ამა წლის აგვისტო-სექტემბერში სტუდენტები ესტუმრნენ დევნილებს თბილისში, გორსა და წეროვანში. მათთან გასაუბრების საფუძველზე მათ მოამზადეს ანგარიში, მათეული ხედვა დევნილთა პრობლემებისა. ასევე მომზადდა ფოტომასალა. 5 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, და ფოტოგამოფენა “ომის შვილები”. პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც მუშაობს დევნილთა პრობლემებზე. ანგარიშის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა 15 ოქტომბრიდან ილია ჭავჭავაზის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს, ხოლო 26 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა პროექტის დახურვა.



0 comment(s) to... “კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე”
Get the feed in RSS