ბურჯანაძის აგარაკი სახელოვნებო სკოლას გადაეცა
Posted 7:00 PM by anano in თემები tavisufleba.org, ახალი ამბები, პოლიტიკაfrom – tavisufleba.org
საქართველოს პარლამენტის ესქსპიკერის, ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი ჰამლეტ გონაშვილის სახელობის წყნეთის სახელოვნებო სკოლას გადაეცა. სკოლის აღსაზრდელები დღესვე შევიდნენ შენობაში და დაიწყეს მეცადინეობა. ორი ჩაშლილი აუქციონის შემდეგ ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერის აგარაკი, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის წინ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა, გადასახადებისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო ორჯერ გაიტანეს აუქციონზე.
0 comment(s) to... “ბურჯანაძის აგარაკი სახელოვნებო სკოლას გადაეცა”