თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ
Posted 8:00 PM by anano in თემები tavisufleba.org, ანანო ბარამიძე, ახალი ამბები, ბლოგი, პოლიტიკაfrom tavisupleba.org
თურქეთმა და სომხეთმა დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთობების ნორმალიზების და საზღვრების გახსნის შესახებ, თითქმის ერთსაუკუნოვანი უთანხმოების შემდეგ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და მისმა თურქმა კოლეგამ, აჰმეტ დავითოღლუმ პროტოკოლები შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გააფორმეს. სხვებთან ერთად, ისტორიულ ცერემონიას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროპის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი.
0 comment(s) to... “თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ”