კორპორატიული სოც. ქსელები
Posted 7:55 PM by anano in თემები A_I, ანანო ბარამიძე, ბლოგი, ინტერნეტი, ტექნოლოგია, უსათაურო ბლოგი, ცხოვრების სტილიავტორი - A_I
სოციალური ქსელები ბიზნესს უკვე დიდი ხანია (სოციალური ვების განზომილებით) იზიდავს. Facebook, Twitter, MySpace, LinkedIn და სხვები დიდი ხანია გახდნენ პოლიგონი მარკეტინგული კამპანიებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების ძებნი ადგილი. მაგრამ კორპორატიული სოციალური ქსელები უკვე სხვა განზომილებაა.
ბაზარზე არის რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დახურულ სოც. ქსელებს სთავაზობს. თუმცა არსებობს აზრი (და გამოკვლევები) რომ ეს ტყუილა დროისა და ფულის ხარჯვაა. მიზეზად სახელდება მომხმარებლების სიმცირე, კომპანიების მენეჯმენტის გამოუცდელობა სოც.ქსელების მართვაში და ინვესტიციის სიდიდეს (რომელიც სარგებელს არ შეესაბამება). არა და ერთი შეხედვით სპეციალიზირებულმა, კომპანიაზე მორგებულმა სოც. ქსელმა შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს კომპანიის პროცესებში და საკმაოდ ფულიც დაზოგოს, ამავე დროს არ სჩანს პროდუქტი რომელიც ამას შესძლებს.
http://usatauro.wordpress.com/