რუსეთი ინტერნეტ შეტევაზე გადადის
Posted 2:08 PM by Nina in თემები foreignpress.ge, ინტერნეტი, ომი, პოლიტიკა, პოლონეთი, რუსეთი, საქართველოავტორი: ანა დუნინი
მართალია, რუსი ჰაკერების მასშტაბური შეტევები ცენტრალური და აღმოსავლეთ- ევროპის სახელმწიფო ორგანიზაციებზე (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) ძალიან იშვიათია, თუმცა მათი ბოლოდროინდელი გააქტიურება იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში უსაფრთხოების თვალსაზრისით მათ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ
სექტემბრის კიბერ-თავდასხმა პოლონეთზე, რომელსაც რუსეთთან კონფლიქტი აქვს, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი გამოხტომა იყო. ამას წინ უძღოდა 2007 წელს ქსელში ესტონეთის და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რუსეთის დავა მეზობლებთან მომავალშიც გადაიზრდება კიბერ-ინციდენტებში, როგორც ეს ბოლო წლებში იყო, განსაკუთრებით იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტ-მომსახურებაზე სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება სამოქალაქო ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას აძლიერებს…
http://foreignpressgeo.blogspot.com/