პასკალ რობერ-დიარი – უყვარდა და მოკლა

Posted 8:29 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი – არილი

 

ამ ოთხმოცი წლის ბერიკაცმა შარფი
წაუჭირა კისერში თავის ცოლს,
რომელთან ერთადაც ორმოცდაათწლიანი
ცხოვრების გზა გამოიარა.
ვეღარ ვუყურებდი, როგორ მადნებოდა ხელშიო.

მარსელის ოჯახს ყველა იცნობდა. მის ცოლს - რენეს, ქუჩაში მხოლოდ ქმართან მკლავგაყრილს ხედავდნენ. მოხუცდნენ, ოთხმოცს გადააბიჯეს. აქედან ორმოცდაათი ერთად გაატარეს. კაცი სულ ცოლზე ზრუნვაში იყო: ფეხი არაფერს წამოკრას, არ გაცივდესო. ადრე ყოველ ნაშუადღევს გამოდიოდნენ სახლიდან და პლესი-ტრევიზის მოხუცთა პანსიონში მეგობრებს ხვდებოდნენ, ბანქოს თამაშით იქცევდნენ თავს. ბოლო დროს ისე ხშირად აღარ ჩანდნენ. რენეს გათიშვები დაეწყო. პანსიონში ამბობდნენ, ალცჰეიმერის დაავადება აქვსო. მარსელსაც დაეტყო დაღლილობა, ძალიან გახდა.

იხილეთ ვრცლად...

http://arili2.blogspot.com/



1 comment(s) to... “პასკალ რობერ-დიარი – უყვარდა და მოკლა”