ვენეციაში იტალიური ფილმით იხსნება საერთაშორისო კინოფესტივალი
Posted 7:27 PM by Nina in თემები ამბები, ანანო ბარამიძე, ახალი ამბები, ბლოგი, კინო, ნინო გიორგაძე, ფესტივალი, ხელოვნება
დღეს ვენეციის კინოფესტივალი იწყება. რიგით 66-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 23 ფილმია წარმოდგენილი. ფორუმი, რომელიც 12 სექტემბრამდე გასტანს, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად იხსნება იტალიური ფილმით. ეს არის ჯუზეპე ტორნატორეს ნამუშევარი “ბაარია”, რომელიც ტორნატორეს მშობლიური სიცილიის ერთ პატარა ქალაქში მეორე მსოფლიოს ომის პერიოდის ამბებზე მოგვითხრობს.
0 comment(s) to... “ვენეციაში იტალიური ფილმით იხსნება საერთაშორისო კინოფესტივალი”