როდის დავიწყოთ საუბარი რუსეთთან?

Posted 4:30 PM by anano in თემები , , , , , ,

ავტორი – თაზო

მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები რუსეთის მთელი ტერიტორიიდან მას აგვისტოს ომის შესახებ ეკითხებოდნენ. ყველას აინტერესებდა ომის ქართული ვერსია. როგორც კონფლიქტოლოგმა თქვა, რუსეთის მოსახლეობის ნაწილი ხვდება, რომ რუსულმა მასმედიამ პროპაგანდაშიც კი გადაამლაშა და საზოგადოებაში ალტერნატიული ინფორმაციის მოთხოვნილება გაჩნდაო.  მისი აზრით,  ქართულმა სახელმწიფომ აქტიური საინფორმაციო ომი უნდა აწარმოოს რუსეთის მიმართულებით. უნდა შეიქმნას რუსული საინფორმაციო-ანალიტიკური საიტები, გაკეთდეს ქართული საიტების რუსულენოვანი ვერსიები და ა.შ.

იხილეთ ვრცლად...

http://freelandia.wordpress.com/



0 comment(s) to... “როდის დავიწყოთ საუბარი რუსეთთან?”