ქალაქების სახეები 15 პოეტის შემოქმედებაში
Posted 11:54 PM by Nina in თემები ანანო ბარამიძე, არილი, ახალი ამბები, ბლოგი, თბილისი, კოკა ჯიქია, ლიტერატურა, ნინო გიორგაძე, ხელოვნება
ლიტერატურული კონკურსი “წერო”
კოკა ჯიქია
ლიტერატურული კონკურსი “წერო” უკვე მეოთხედ ჩატარდა და ერთგვარ ტრადიციადაც დამკვიდრდა - კონკურსი პროზასა და პოეზიაში ყოველი წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე იმართება. მიუხედავად იმისა, რომ “წერო” ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს და მონაწილეობის მიღების ყველა მსურველს შეიძლება არ მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტ-სივრცესთან, თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ვაკუუმში ნებისმიერ წამახალისებელ მოვლენას სიხარულით ვხვდებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ვანიჭებთ - ასე თუ ისე, კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებები ლიტერატურული პროცესების გარკვეული ნაწილის ამსახველია და კრებულის სახით საკმაოდ საინტერესო სურათსაც ვიღებთ ხოლმე შემდგომი დაკვირვებებისა და ჩვენთვის სხვადასხვა სასიკეთო თუ საჭირბოროტო დასკვნების გამოტანისათვის.