miyagi - hydraulic son
Posted 11:27 AM by Anonymous in თემები Album Review, Alternative, Indie, Rock, მუსიკა, რეცენზია, სანდრო გვარჯალაძეmiyagi გერმანული indie/post-punk ბენდია, მაისში ბენდმა პირველი EP გამოუშვა 7 ნოემბერს კი მათი პირველი სტუდიური ალბომი გამოვიდა - hydraulic son. ის რასაც miyagi უკრავს ენერგიული და ცოცხალი პოსტ პანკია. ალბომი სავსეა კარგი განწყობით და სიმარტივით. დისკი მშვენიერი აკუსტიკური სიმღერით იხსნება და The Whale იმავე წამს განგაწყობთ მთელი ალბომის ბოლომდე მოსასმენად და მიუხედავად იმისა, რომ The Whale თითქოს ამოვარდნილია მთელი დისკის საუნდიდან ის მაინც მშვენიერ შესავალს უკეთებს ამ ალბომს. ალბომის title track Hydraulic Son იმ სიმღერებიდანაა ან თავის ქნევით რომ უნდა აჰყვე და ან ცეკვით, და რა თქმა უნდა ბოლო ხმაზე უნდა ისმენდე. Bad Pennyდამამახსოვრდა ალბომიდან რატომღაც, ალბათ იმიტომ რომ машина времени-ს გავს რაღაცით, მარტივი და თითქოს სულელური სიმღერა. Whatever 2.0 ენერგიული პოსტ პანკი და შეიძლება ითქვას მთელი ალბომის შეჯამებააო ეს ტრეკი. მთლიანობაში კარგი დისკია მშვენივრად ისმინება თავიდან ბოლომდე და პლეილისტშიც შეიძლება ხშირად გამოჩნდეს.