Gorillaz-ის Damon Albarn-ისა და Jamie Hewlett-ის "Monkey: Journey To The West"
Posted 3:05 PM by Anonymous in თემები Experimental, info, Music, world music, ამბები, ახალი ამბები, მუსიკა, სანდრო გვარჯალაძე“Monkey: Journey To The West” მეთექვსმეტე საუკუნის ჩინური რომანის მიხედვით შექმნილი ოპერაა. პროექტი Gorillaz-ის Damon Albarn-ისა და Jamie Hewlett-ის განხორციელებულია. ოპერის პრემიერა 2007 წლის 28 ივნისს გაიმართა. Monkey საკამაოდ დიდი და ამბიციური პროექტია, მასში მონაწილეობას ღებულობენ ჩინელი მომღერლები და საბრძოლო ხელოვნების ოსტატები, ასევე 70 ჩინელი აკრობატი, ეს ერთგვარი „საცირკო ოპერაა“. მუსიკა შოუსთვს Albarn-ის დაწერილია ხოლო დიზაინისა და ვიზუალური კონცეპტის ავტორი Jamie Hewlett-ია.
18 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში ოპერის საუნდტრეკი იყო გამოშვებული - ვინილი, კომპაქტი და ციფრული ვერსია. მიუხედავად უცნაური ელექტრონული მუსიკისა და ჩინური საოპერო ვოკალისა, ბრიტანულ ჩარტებში ალბომი უკვე მეხუთე ადგილზეა. Monkey Hewlett-ისა და Albarn - ის პირველი დიდი საერთო ნამუშევარია Gorillaz-ს გარეთ. გარდა ამისა Albarn-მა ერთერთ ინტერვიუში Gorillaz-ის ახალ ალბომზე დაწყებული მუშაობაც ახსენა და თქვა, რომ ბენდი ჯერ არ დაშლილა. რაც შეეხება “Monkey: Journey To The West” - ს, ის 23 სექტემბერს ამერიკაშიც გაჩნდება გაყიდვაში კომპაქტისა და ციფრული (ინტერნეტ) ვერსიის სახით. საინტერესოა ამერიკულ ჩარტებშიც თუ აიწევს მაღლა ეს უცნაური ალბომი (რატომღაც ეჭვი მეპარება :P).