Dom Mino' - Time Lapse

Posted 12:07 PM by Anonymous in თემები , , , , , , , ,

cover

ცოტა ექსპერიმენტალური folktronica ინგლისიდან.

Domenico Mino’ მოკლედ Dom Mino’ მუსიკის წერას playstation-ზე იწყებდა, ეს ალბათ იმ დროს ხდებოდა, როცა პერსონალური კომპიუტერის ხელში ჩაგდება ძალიან რთული იყო. წარმოშობით იტალიელი Mino’ 1994 წელს ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, ცოტახანი ბასისიტი იყო ერთერთ ბენდში და შემდეგ საკუთარი მუსიკის კეთება დაიწყო. 2008 წელს გამოუშვა ალბომი Time Lapse.

Time Lapse მშვენიერი folktronic - ambient ნამუშევარია. ძალიან ბევრი კარგი კომპოზიციაა დისკში ჩაყრილი და მთელი ალბომი ხანდახან ცოტა რთული მოსასმენი ხდება და გაწელილად შეიძლება მოგეჩვენოთ, ცოტა გააზრებულად უნდა დალაგებულიყო ალბათ სიმღერები, ისევ ჯობია სათითაოდ უსმინო ყოველ სიმღერას ვიდრე თითქმის ერთსაათიანი ალბომი ჩააგდო პლეილისტში. საუნდს რაც შეეხება უკვე კარგად ნაცნობი და ცოტათი მობეზრებული folktronic ჟღერადობაა. როგორც ყოველთვის ქსილოფონებით და შრიალებით, მაგრამ Dom Mino’-ს ძალიან კარგი, მარტივი მელოდიურობა აქვს, მშვენიერი ბითი. ალბომი ინდი ლეიბლზე Schole Records-ზეა გამოცემული და საკამოდ სწრაფად გახდა პოპლარული folktronic-ის მსმენელებს შორის, ეჭვი მეპარება, რომ ეს დისკი ოდესმე ჩარტებში ამოაღწევს, მაგრამ საკმაოდ კარგი ექსერიმენტალური დისკია. ამჟამად Dom Mino’ ახალ ალბომზე მუშაობს.



0 comment(s) to... “Dom Mino' - Time Lapse”