Inara George - An Invitation (with Van Dyke Parks)
Posted 1:54 AM by Anonymous in თემები Album Review, Alternative, Experimental, Indie, Music, მუსიკა, სანდრო გვარჯალაძეInara George არის კალიფორნიელი singer-songwriter, რომელიც საკუთარი სოლო პროექტის გარდა რამოდენიმე ჯგუში მუშაობს. მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობ და ბევრისთვის საყვარელ დუეტში “The Bird And The Bee” Greg Kurstin-თან ერთად. ამასობაში საკუთარ ალბომებზე მუშაობასაც ასწრებს და 12 აგვისტოს გამოუშვა მეორე სტუდიური სოლო ალბომი “An Invitation”.
“An Invitation”-ის არანჟირება მთლიანად ამერიკელი კომპოზიტორის Van Dyke Parks-ის გაკეთებეულია. ეს თვითონ ინარას იდეა იყო. თავიდან უბრალოდ რამოდენიმე სიმღერაში უნდა მიეღო Van Dyke-ს მონაწილეობა და შემდეგ გადაწყდა მთელი ალბომი მისი არანჟირებით გაკეთდეს. ორკესტრი ორ დღეში იყო ჩაწერილი ლოს ანჯელესის Sunset Sound Studio-ში.
საბოლოოდ გამოვიდა ცოტა უცნაური, საკმაოდ მოულოდნელი და ლამაზი ალბომი. ორკესტრის არანჟირებას ინარას ცოტა მოჯაზო-მობლუზო ვოკალი ემატება და შედეგად რაღაც შავ-თეთრი ამერიკული ფილმის ასოციაციები იბადება თავში, ოდრი ჰეპბერნით მთავარ როლში. 13 მოკლე სიმღერა სულ რაღაც 38 წუთს აღწევს საერთო ჯამში და ალბათ ამიტომაც, მთლიანად ერთ კონცეპტზე აწყობილი დისკი, მშვენივრად ისმინება (პირადად მე ოთხჯერ მოვისმინე ერთ საღამოს). ხანდახან წაიერთფეროვნებს, რომ არა მელოდიურობა, სილამაზე და ორიგინალურობა ალბათ კიდევ ერთი ჩავარდნილი ინდი პოპ ექსპერიმენტი იქნებოდა. საერთოდ სკეპტიკურ დამოკიდებას ინდი პოპ ექსპერიმენტებისადმი ხშირად ვხვდები, თუმცა მე ასეთი ექსპერიმენტალური მხარე უფრო მახარებს ვიდრე ჩვეულებრივი გიტარული მუსიკის ტკეპნა. დისკი მაღალ შეფასებას იმსახურებს უბრალოდ საინტერესოა რამდენად დააინტერესებს ასეთი ექსპერიმენტი მსმენელს.