Fantastic Plastic Machine გონიოში
Posted 2:44 PM by Louder in თემები brasil, clubbing, disco, dj mix, electro, house, info, MixO, musichall, Playlist, world music
27 აგვისტოს გონიოში, კლუბ ვიტამინში "სანგუკო ფილმსი" და დიჯეი სააგენტო "ლაუდერი" წარმოგიდგენთ მედიატორ ფართის, რომლის ფარგლებშიც მოხდება დიტო ცინცაძის მიერ გადაღებული ფილმის "მედიატორი" პრეზენტაცია.
ეს მოვლენა ქართული ქლაბინგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დღეს კლუბ ვიტამინში დაუკრავს იაპონური ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გურუ, ქართველებისთვის კარგად ცნობილი პროექტი ტოკიოდან Fantastic Plastic Machine. ეს პროექტი ერთი ადამიანისგან შედგება და მას ტომოიუკი ტანაკა ჰქვია. ეს ადამიანი მუსიკალური მიმდინარეობა "შიბუია-კეის" ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება. ბილეთების გაყიდვა მალე იწყება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება ბათუმის "ბლექ ბარში", თბილისში "პროგრეს-გრუპის" ქსელის რესტორნებში და გონიოში, კლუბ ვიტამინში.
0 comment(s) to... “Fantastic Plastic Machine გონიოში”