გადაადგილებულ პირთა ეფექტური დახმარებისათვის

Posted 12:25 PM by KOMUNA in თემები , , ,

გთხოვთ იხილოთ დართული დოკუმენტები – რეკომენდაციები იძულებით გადაადგილებულ პირთა ეფექტური დახმარებისათვის (გთხოვთ პირველად გაეცნოთ პდფ ფაილს სახელით Guidelines for Effective Assistance.pdf); ეს რეკომენდაციები ეფუძნება რამდენიმე დღის წინ ჩვენს მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელმაც საკმარისად ეფექტურად მუშაობს აბაშიძის 13-ში არსებულ 137-ე ბაგა-ბაღში განთავსებული იძულებით გადადგილებული პირების დასახმარებლად (16 ოჯახი, 64 ადამიანი).

გვინდა ჩვენს კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სამოქმედო გეგმები არ გაქვთ ან ჩათვლით, რომ ჩვენი არჩეული გზა უფრო ეფექტური შეიძლება იყოს ვიდრე ის, რომელსაც ახლა მისდევთ. სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რეკომენდაციებს და თქვენს მიერ ჩატარებული საქმიანობაზე დაყრდნობილ გამოცდილებას, რომ ჩვენი მოქმედებები უფრო ეფექტური გავხადოთ.

გთხოვთ გაავრცელოთ დართული ფაილები თქვენს ნაცნობ არასამთავრობო ორგანიზაციებში (მიუხედავად პროფილისა).

პატივისცემით,

ლევან ბუთხუზი

"ნაკრესის" გამგეობის თავმჯდომარე

ჩამტვირთე დოკუმენტაცია



0 comment(s) to... “გადაადგილებულ პირთა ეფექტური დახმარებისათვის”